კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 21 სექტემბერი, 2026
MOWO GROUP LLC ამუშავებს მხოლოდ სერვისის მიწოდებისთვის საჭირო მონაცემებს: სახელს, ტელეფონის ნომერს, მიწოდების მისამართსა და ლოკაციას, შეკვეთების ისტორიას, მხარდაჭერის შეტყობინებებს და გადახდის პროვაიდერის მიერ დაბრუნებულ ბარათის ტიპსა და ბოლო ოთხ ციფრს. ბარათის სრული ნომერი და CVV MOWO-ში არ ინახება.
კურიერის რეგისტრაციისას MOWO აგროვებს კურიერის პირად ნომერს, სელფს, პირადობის მოწმობის ან პასპორტის გამოსახულებებს, ხოლო მოპედის, სკუტერის ან ავტომობილის კურიერისთვის — მართვის მოწმობის გამოსახულებას და ხელშეკრულებაზე დატანილ ელექტრონულ ხელმოწერას. ეს მასალა გამოიყენება იდენტიფიკაციისთვის, ხელშეკრულების შესრულებისა და თაღლითობის პრევენციისთვის; იგი ინახება არაჯარო საცავში და საჯაროდ არ ქვეყნდება.
რისთვის ვიყენებთ მონაცემებს
ანგარიშის შექმნისთვის, შეკვეთის შესრულებისა და კურიერის მარშრუტისთვის, მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის, თაღლითობის პრევენციისა და კანონით მოთხოვნილი ფინანსური აღრიცხვისთვის.
გაზიარება და დაცვა
შეკვეთის შესასრულებლად აუცილებელი მინიმალური მონაცემები შეიძლება მიეწოდოს არჩეულ პარტნიორ ობიექტს, კურიერს, ჰოსტინგისა და გადახდის მომსახურების მიმწოდებლებს. მონაცემებს არ ვყიდით. ვიყენებთ დაშიფრულ კავშირსა და წვდომის კონტროლს.
თქვენი უფლებები
შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების ნახვა, გასწორება ან ანგარიშის წაშლა. კანონით შესანახი ტრანზაქციული ჩანაწერები ინახება აუცილებელი ვადით და შემდეგ ანონიმიზდება ან იშლება.